

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მისცემს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ე.წ კომენდანტის საათთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებელიყოველდღიური მცირდება, 17 მაისის შემდეგ, მაინც რამოდენიმე ასეულის ფარგლებშია და ამიტომ, ჯერჯერობით ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ მისცემს რეკომენდაციას, თუმცა გიდასტურებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ამაზე მსჯელობა მიდის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს