

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - დიცის, ქორდის, არბოსა და მერეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, ასევე, სანიაღვრეების, მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. საერთო ჯამში, აღნიშნული სამუშაოები გზის 5608 მ. სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება, რისთვისაც 2 634 997 ლარია გამოყოფილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ აწარმოებს. როგორც გორის მერიაში ამბობენ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და გადადგილებისას როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს უქმნიდა პრობლემებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს