

ივლისიდან ჩვენ ვაქცინების საკმაო რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ივნისის ბოლომდე ჩამოვა „ასტრაზენეკას“ დარჩენილი 43 000 დოზაც.
„ასტრაზნეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია ვისაც უწევს, 22 ივნისის შემდეგ დაემატება ადგილები და ყველას ვისაც, პირველი დოზა აქვს გაკეთებული, აუცილებლად ექნება მეორე დოზის მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა იგეგმება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს