სტიქია სხვადასხვა სახით ყოველწლიურად უამრავ ქვეყანას ატყდება თავს, რაც ინფრასტრუქტურის მოშლას, ზოგჯერ - დასახლებული პუნქტების განადგურებას და მსვერპლსაც იწვევს.
ერთი შეხედვით შეიძლება რთულად არ ჩანდეს, მაგრამ უმძიმესი შედეგები მოაქვს საჰარადან წამოსული ქვიშის ქარიშხლებს - სამუმს, ჰამსინს (ეგვიპტესა და ისრაელში) და ჰაბუბს (სუდანში). ქვიშის ქარიშხლების სტიქიამ არაერთ ქვეყანას მიაყენა სერიოზული ზიანი, თუმცა, სტიქიის მძიმე ხასიათის მიუხედავად, შორიდან ეს კადრები საოცრად გამოიყურება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი