

გუშინ, გვიან საღამოს, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.
,,გორმედის“ ქსელის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახურის უფროსის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმული დაზიანებებით შეიყვანეს.
,,მამაკაცი შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული პოლიტრავმული დაზიანებით. არის ქალა-ტვინის ტრავმა სუბარაკნოიდური სისხლჩაქცევით, დაზიანებულია მარჯვენა ფილტვი, მოტეხილია მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედი, მდგომარეობა არასტაბილურია, ჯერჯერობით სტაბილიზაცია მიღწეული არ არის, ამ ეტაპისთვის, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახურის უფროსმა ტატო ქაჯაიამ.
შეგახსენებთ, 20 ივნისს, საღამოს, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს