

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან გაუქმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული და ამ ეტაპზე, ღამის 11 საათიდან დილი 4 საათამდე მოქმედებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს