

კვარხეთი - ზერტის დამაკავშირებელი ახლადრეაბილიტირებული გზა გორის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა. კონსტანტინე თავზარაშვილი, ასევე, სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებული გზის პრობლემა ადგილობრივებს წლების განმავლობაში აწუხებდათ და მოგვარებას ითხოვდნენ.
პროექტის ფარგლებში 3 347 მ გზის საფარი მოწესრიგდა და სამუშაოებზე 800 000 ლარამდე დაიხარჯა. გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის თანდაფინანსებით განხორციელდა.
GMnews-ის ინფორმაციით, კვარხეთი - ზერტის დამაკავშირებელ გზაზე, მალე, ე.წ. „ჭკვიანი კამერებიც“ დამონტაჟდება. ადგილობრივებმა, მერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ აღნიშნული მოთხოვნა დააყენა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს