

დოღის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, დღეს, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდის მიმდებარედ არსებულ მთაზე საცხენოსნო დოღი გაიმართება.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, აქტივობაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი