

დღეს, ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი მიაბრძანეს. გორისა და ატენის ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხატი ათონის მთაზე არსებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია.
„28 ივნისს, დღეს, 12 სთ-ზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში მობრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის (ათონის მთა) ზუსტი ასლი. ხატს შეეგება გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სამღვდელოება, მრევლი და გადაიხადეს სავედრებელი პარაკლისი“, - ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ხატი ერთი კვირის განმავლობაში დარჩება ეპარქიაში და ყოველდღე, 12 სთ-ზე შესრულდება სავედრებელი პარაკლისი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს