

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვა ქვეითებისა და ტრანსპორტით გადაადგილებაზე 1-ლი ივლისიდან უქმდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, - განაცხადა საკოორდინაციო საბწოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს