

გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია სასტვენების თანხლებით გამართეს. აქციის მონაწილეებმა გორის მაჟორიტარი დეპუტატების ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის საფუძველზეც იოსებ მაკრახიძემ და თემურ ხუბულურმა პარლამენტში, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. გორის მაჟორიტარები აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილან, რის შემდეგაც შეკრებილებმა თავად გადაწყვიტეს იმ შენობაში შესვლა, სადაც მაკრახიძის ბიუროა განთავსებული.
ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა მათ რამდენიმე წუთი მისცეს შენობაში შესვლის უფლების მისაღებად.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს