

ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილება) უკვე აისახა.
გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან, 19 ივლისიდან შედის.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში მკვეთრად იმატა ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 756 პირი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 166 პაციენტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს