

გორის მოსახლეობის დიდ ნაწილს, თითქმის ერთი საათია, ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც GMnews-ს ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლობამ განუცხადა, დენის გათიშვის მიზეზი ქსელში ავარიული დაზიანებაა.
როგორც ენერგოკომპანიაში განმარტავენ, მიმდინარეობს ქსელის დაზიანებული უბნების შეკეთება და აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგია ყველა აბონენტს შეფერხების გარეშე მიეწოდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი