

გორში, კერძო სკოლა „ეისი“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს, - შესაბამისი ვაკანსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
კანდიდატს მეცადინეობების ჩატარება IX-X კლასებში მოეთხოვება. სამუშაო დატვირთვა კი, კვირაში 10 საათი გახლავთ.
სამუშაოს დაწყების თარიღად 2021 წლის 1 სექტემბერია მითითებული, თუმცა, მსურველებმა განაცხადები 2021 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ.
როგორც განცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნების ველშია მითითებული, კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სასერთიფიკაციო გამოცდა, ასევე, მოეთხოვება პრაქტიკული გამოცდილებაც.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება