

უკვე ერთი კვირაა, წიგნების მაღაზიათა ქსელ ,,ბიბლუსის“ გორის ფილიალი დაკეტილია.
,,გორის მაცნე“ ,,ბიბლუსის“ ცეტრალურ ოფისს დაუკავშირდა თბილისში, სადაც განაცხადეს, რომ გორის ფილიალის დროებით დაკეტვის მიზეზი თანამშრომლებში კორონავირუსული ინფექციის დაფიქსრირება გახდა.
მათივე ინფორმაციით, წიგნების მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალი სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განაახლებს ფუნქციონირებას.
წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წელს დაარსდა და ამჟამად საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელს წარმოადგენს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 40 ფილიალს აერთიანებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს