

101 წლის ქალი, რომელიც ,,გორმედის“ ქსელის გორის კოვიდკლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მცხოვრები ასანიძე სტაციონარს დღეს დატოვებს.
,,გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ტატო ქაჯაიას განცხადებით, ასანიძე კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.
,,პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს