

საქართველოში ორჯერ აცრილი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა, - აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს.
„მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა, მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ეს არის 0,001%. ძირითადად ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენეტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მისი ქრონიკული დაავადებისგან. ექიმების ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს