

ამჟამად, 7400-მდე პირი კლინიკაში მკურნალობს და მათი დიდი ნაწილი ჟანგბადზე არის დამოკიდებული. ამიტომაც, ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება, ყველა საავადმყოფო მაღალი დატვირთვის რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„7400-მდე პირი კლინიკაში მკურნალობს და მათი დიდი ნაწილი ჟანგბადზე არის დამოკიდებული. ამიტომაც, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 58 000 აქტიური შემთხვევაა, ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება. ყველა საავადმყოფო მაღალი დატვირთვის რეჟიმში მუშაობს, მაგრამ, ჯერჯერობით, ჟანგბადის დეფიციტი არ გვაქვს და ქვეყანა ამ თვალსაზრისით კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის. ძალიან ბევრ კლინიკას ჟანგბადის ქარხნები აქვს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჟანგბადის წარმოების რამდენიმე პუნქტი არსებობს და ამასთან, ხდება ჟანგბადის იმპორტიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს