

28 აგვისტოს მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აგვისტო გამოცხადებულია დასვენების დღედ, სააგენტო ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას ორშაბათიდან განაახლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს