

ახლა აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
კულუმბეგოვის თქმით, ომში ვართ და მეტი გზა უბრალოდ არაა.
„ახლა აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია, გთხოვ, ატარე სამედიცინო ნიღაბი, სოციალური ურთიერთობები მაქსიმალურად შეამცირე და რაც შეიძლება სწრაფად შენ და შენი ახლობლები ასაცრელად წადით! მეტი გზა უბრალოდ არაა, ომში ვართ!“ - წერს იმუნოლოგი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს