

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში გრილი ამინდია მოსალოდნელი. დღეს, 6 სექტემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, 23 საათიდან ნავარაუდევია ნალექი.
6-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, მუნიციპალიტეტუის ტერიტორიაზე ნავარაუდევია ჰაერის 17-25 გრადუსამდე გათბობა. რაც შეეხება ნალექს, მცირე წვიმა მოსალოდნელია დღეს, 6 სექტემბერს ღამის საათებში, ასევე 8 და 12 სექტემბერს დღისით.
სექტემბრის აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნავარაუდევია მცირე ქარიც, რომლის სიჩქარეც 10 და 11 სექტემბერს მოიმატებს 10 მ/წმ-მდე.
დღეიდან 10 დღის განმავლობაში, ძირითადად ნახევრადღრუბლიანობა შენარჩუნდება. ყველაზე მზიანი ამინდი მოსალოდნელია 9, 10 და 11 სექტემბერს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს