ფედერალურ უწყებებში დასაქმებულებისთვის და ასევე იმ კონტრაქტორი კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ის ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით კანკარგულებას ბაიდენი ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.
წყაროს ცნობით, განკარგულების ამოქმედების შემდეგ ფედერალურ მუშაკებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ვაქცინაციის ნაცვლად რეგულარულად წარადგინონ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 53% ორი დოზითაა აცრილი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი