

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, 17 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ნახევრადღრუბლიანი ამინდი და მცირე ნალექი მოსალოდნელია დილის 8:30 საათიდან, შემდეგ რამდენიმე საათით გამოიდარებს და დღის 11 საათიდან საღამოს 20 საათამდე კვლავ ნალექი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი მხოლოდ +20 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზს, მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდი და ტემპერატურა +20-დან +26 გრადუსამდე. უახლოესი დღეების განმავლობაში, ყველაზე თბილი და მზიანი ამინდი გორში ნავარაუდევია 21 სექტემბერს +26 გრადუსი, თუმცა, პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც 10 მ/წ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს