

ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა სტაბილიზაციისკენ მიდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი დაინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს და აქტიური შემთხვევების რაოდენობაც იკლებს. ასევე შემცირდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც.
„ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რომ როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს ტემპი დღემდე კარგი იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს