

მეხუთე ტალღა სავარაუდოდ ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში იქნება, რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსის ახალი შტამების შეჩერება მხოლოდ სწრაფ და ხარისხიან ვაქცინაციას შეუძლია.
„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება მსოფლიოში, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება ახალი შტამების გაჩენის. დღეს მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 6 მილიარდი ადმინისტრირებული ვაქცინის დოზა არსებობს. მსოფლიოში 2.5 მილიარდი ადამიანი სრულად არის აცრილი და რაც მეტი იქნება სრულად აცრილი, მით ნაკლებად დარჩება იმის შანსი, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში ძირითადად „დელტა“ შტამი ცირკულირებს, ასევე დაფიქსირდა „დელტა პლუს“-ის რამდენიმე შემთხვევაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს