

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი 26 სექტემბერს დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შერჩევის საბოლოო შედეგები 1-ელ ოქტომბრამდე გამოცხადდება და აპლიკანტებს გადამოწმება შეეძლებათ შემდეგ პორტალზე
„იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე აქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა, უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამა და ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, საბუთების წარდგენის ვადა 1-დან 10 ოქტომბრამდეა. აპლიკანტებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწორედ ამ ვადებში უნდა წარადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს