

სამკურნალო დაწესებულებების სტაციონარებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირები 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. აღნიშნულ საკითხს ცესკო-ს კომისიამ მხარი მეორე მოსმენისას დაუჭირა.
„კოვიდინფიცირებული პაციენტები შეძლებენ მერისა და პროპორციული წესით ასარჩევი ბიულეტენების გამოყენებას და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. სამინისტროდან მივიღეთ პასუხი კოვიდამომრჩევლების რაოდენობისა და მათი დისლოკაციის ადგილების შესახებ. შესაბამისად, წინა სხდომისგან განსხვავებით დღეს სრულად იყო წარმოდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები სხდომაზე და 15-კაციანი მხარდაჭერა მოხდა ამ დადგენილების, ე.წ. კოვიდ უბნები 73-ივე ოლქში გაიხსნება“, - განაცხადა ცესკოს წევრმა დიმიტრი ჯავახაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს