

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლებს ე.წ. „მწვანე პასპორტის“ გარეშე შესვლა 2 სექტემბრიდან აეკრძალათ, თუმცა, ჯანდაცვის უწყებამ გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამკაცრა, დადგენილების მიხედვითაც, ასეთ პედაგოგებს 3 ოქტომბრიდან ხელფას აღარ გადაუხდიან - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel აქვეყნებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არავაქცინირებულ პედაგოგებს არც დისტანციურად მუშაობის საშუალება მიეცემათ. როგორც ცნობილია, სიახლე 210 ათასიდან მხოლოდ 300 მასწავლებელს შეეხება, თუმცა ქვეყანაში აღნიშნულ საკითხზე მაინც მსჯელობენ.
ისრაელის მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი არავაქცინირებული პედაგოგების სკოლის შენობაში არშეშვების გადაწყვეტილებას ემხრობა, თუმცა, ხელფასის შეწყვეტას აპროტესტებს, მანვე, სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმადაც, სკოლაში არ უნდა დაუშვან არც მწავნე პასტორტის არ მქონე 12 წლის ზემოთ მოსწავლეები.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხს სასამართლო 20 ოქტომბერს განიხილავს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება