

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს რომ რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ღონისძიება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება, ადეკვატური სწორედ რეგიონების ჭრილში იყოს.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში - შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება იყოს ადეკვატური რეგიონების ჭრილში. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური, ყველა სსიპ-ი მუშაობს დასტაბილურებისთვის და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობებზე დადებითი რეაგირება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს