

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება მიმდინარე კვირიდან, 1 ოქტომბრიდან განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სახელმწიფოს მიერ, დაგეგმილი ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, შეჩერებული იყო. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების მობილიზება გახლდათ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეპიდემილოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, შეზღუდვის გაგრძელების საჭიროება აღარ დგას დღის წესრიგში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს