წყალში დამხრჩვალი გოგონას სახიანი, თვალებგახელილი რეალისტური ობიექტი ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, მდინარე ნერვიონში ორი დღის წინ გამოჩნდა და ქალაქის მცხოვრებთა გაოცება და შიში გამოიწვია. ესპანურ საინფორმაციო გამოცემა Nius-ის ცნობით, სკულპტურის ავტორი მექსიკელი ხელოვანი-ჰიპერრეალისტი რუბენ ოროსკოა, რომელმაც სკულპტურას Bihar (,,ხვალ" ) დაარქვა და იგი ესპანელი კრედიტორების Kutxabank– ის საქველმოქმედო ჯგუფის დაკვეთით შექმნა.
120 კგ-იანი ფიგურა, წყლის დინების მოქცევის დროს სახე ხან წყალშია, ხან ზედაპირზე. საქველმოქმედო ჯგუფის პერფორმანსის მიზანია, ადამიანებს დაანახოს, რა შეიძლება დაემართოთ, თუ ბუნებას არ გაუფრთხილდებიან და კლიმატის გაუარესებას წინ არ აღუდგებიან.