

სინოპტიკოსების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში დღეს მთელი დღის განმავლობაშია ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +11 გრადუსს მიაღწევს.
პერიოდულად ნალექი შენარჩუნდება ხვალ, 7 ოქტომბერსაც, ჰაერი კი კვლავ +11 გრადუსამდე გათბება. 15 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმა, შუადღიდან კი გამოიდარებს.
მომდევნო დღეებში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია ნავარაუდევი და მოსალოდნელია ტემპერატურის მატებაც დაახლოებით 10 გრადუსით.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს