

ტესტირების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, - აღნიშნული ინფორმაცია ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს.
რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კლასები, სადაც აღნიშნული მოსწავლეები სწავლობენ, ხვალიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
,,ტესტირების შედეგად, მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო, კლასები, სადაც სწავლობენ აღნიშნული მოსწავლეები, ხვალიდან გადადიან დისტანციურ სწავლებაზე“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით მოსწავლის ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა გორის მე-7 საჯარო სკოლაშიც, რის გამოც, სკოლის მეათე კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში სამი დღის წინ, 4 ოქტომბერს განახლდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს