

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ე. წ. „ხარებაანთ უბანში“ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 150 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში ჩასატარებელ სამუშაოებს, დაგეგმილია ჭაბურღილის რეაბილიტაცია, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა, ასევე, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
GMnews-ის ინფორმაციით, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი გარდამავალია და ის 2022 წელს დასრულდება. სამუშაოებს გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 552 000 ლარით აფინანსებს.
შეგახსენებთ, სასმელი წყლის სიტემის მოწყობა ამ ეტაპზე უფლისციხესა და დიცშიც მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს