

ცოტა ხნის წინ, სოფელ ქვახვრელთან მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სავარაუდოდ შუახნის ასაკისაა. ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობენ.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი