

საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან გუშინ მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი, რომელიც კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს, გუშინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება