

14 ოქტომბერს, მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ. როგორც GMnews-ს უწყებაში განუცხადეს, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 14 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება სვეტიცხოვლობის დღესასწაულს უკავშირდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი