

სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განმარტებით, სკოლებში უკვე არსებული რეგულაციების პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს.
„ის რეგულაციები, რაც სკოლებშია დაწესებული, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური, დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქაც ისევ მთავარი არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია, ვინც ბავშვებთან მუშაობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ბაგა-ბაღი დაიკეტა იმის გამო, რომ იქ დისტანციური მუშაობა აბსურდია, ვერ ვლაპარაკობთ ამაზე. სკოლები კი გააგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით,“- განაცხადა გაბუნიამ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს