

ბუსტერ დოზების შემთხვევაში, ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშეც და რეგისტრაციითაც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის სისტემა მომდევნო კვირისთვის გაიმართება.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ვაქცინაციაზე ექიმის ცნობის ან ფორმა-100-ის წარდგენა მოუწევთ. რაც შეეხება 50 წლის ზემოთ პირებს, მათ ცნობის წარდგენა არ დასჭირდებათ. ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ან რეგისტრაციის გარეშე აიცრან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს