

სკოლა „ეისი“ გორში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 9-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას II, III, IV, V, VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
რაც შეეხება ინფორმატიკის (პროგრამირების) მასწავლებლის ვაკანსიას, აღნიშნული კვირაში 4-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და საგნის სწავლებას IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის გულისხმობს.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 18 ოქტომბერს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს