

„გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიმართვიანობა პრაქტიკულად არ არის.
შრუბის თქმით, ვაქცინაციის კაბინეტს ძირითადად ის პირები აკითხავენ, ვისაც აცრის მეორე დოზა ესაჭიროება.
„ვაქცინაციაზე მომართვიანობა, შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად არ არის. პირველადი აცრები კი არ შემცირდა, პრაქტიკულად აღარ ტარდება, რადგან მოსახლეობა აღარ იტარებს აცრას. ვაქცინაციის კაბინეტს აკითხავენ მხოლოდ ის პირები, ვისაც მეორე დოზა ესაჭიროება.
კიდევ ერთხელ გავმეორდები და მოვუწოდებ მოსახლეობას აცრისკენ, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. თუ არ დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია, გაცილებით ცუდ შედეგს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში სულ 5 543 აცრა ჩატარდა, აქედან შიდა ქართლში 221 პირი აიცრა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს