
გუშინ საღამოს, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პაციენტი ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის რენიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმი რეანიმატოლოგის, ინგა ელბაქიძის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 63 წლის ქალი მართვით სუნთქვაზეა.
,,პაციენტს მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ დეპარტამენტში. მას აღენიშნება ტრავმულ-ეპიდურული სისხლჩაქცევა და თავის ტვინის დაჟეჟილობა. ამჟამად პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უტარდება დამატებითი კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგაც მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ინგა ელბაქიძემ.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, საღამოს, მსუბუქი ავტომანქანა გორში ქვეითს დაეჯახა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს