

სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ სამ კლინიკაში - გორში, ქარელსა და ხაშურში ამჟამად სტაციონარული მკურნალობა უტარდება 223 კოვიდინფიცირებულ პაციენტს, - ამის შესახებ ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
შრუბის ინფორმაციით, 12 პაციენტის მდგომარეობა ძალზე მძიმეა.
,,მოგეხსენებათ, ,,გორმედის“ ქსელი 3 კლინიკითაა ჩართული კოვიდინფეციის მართვაში. სტაციონარული პაციენტების მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად, ქსელის კოვიდკლინიკების სტაციონარში 223 პაციენტია მოთავსებული, მათგან 100 გორში, 45 პაციენტი ქარელში და 78 ხაშურში. 22 პირს მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში, 12 მათგანის მდგომარეობა ძალზე მძიმეა“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება