

3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
„დღევანდელ წინააღმდეგობებითა და ცვლილებებით აღსავსე მსოფლიოში, დიპლომატების ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი საგარეო პირობები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ეკონომიკური წინსვლისა და თითოეული მოქალაქის ინტერსების დაცვისთვის. დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს ვულოცავთ პროფესიულ დღესასწაულს და მადლობას ვუხდით მათ ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება