

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღს იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 4 ნოემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, ოლიმპიადის პირველ ტურს სკოლა ატარებს და შესაბამისად, რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
ამასთან, სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში ან საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.
როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება