

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 55 301 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 743 511 შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი და კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 300-მდე გაიზარდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი