

ყოველი პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.
„დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას ჩაიტარებს 1-ელ იანვრამდე. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს