

მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინა გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა გადმოეყვანათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს