

26 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. 17 საათამდე მოსალოდნელია ნალექიც, ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსს მიაღწევს.
საღამოს 20 საათიდან ნავარაუდევია უნალექო ამინდი, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა.
სინოპტიკოსების ცნობით, 27 ნოემბრიდან 4 დღის განმავლობაში გორში უნალექო და ნახევრადღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი