

2022 წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამსრომელთა ხელფასების გათანაბრებასთან ერთად, გაგრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც.
მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს